1. სისტემაში რეგისტრაცია
www.carauction.ge -ს ონლაინ სერვისებით სარგებლობისათვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა. ამას რამოდენიმე წამი დასჭირდება. რეგისტრაციისათვის გადადით ამ ბმულზე.
ვიდეო გაკვეთილი "რეგისტრაცია"
2. საგარანტიო დეპოზიტი
იაპონურ აუქციონებზე ფსონების განსახორციელებლად აუცილებელია "საგარანტიო დეპოზიტი"-ს ჩარიცხვა "ალტო მოტორსის" საბანკო ანგარიშზე. უფრო დეტალური ინფორმაციისთვის დააჭირეთ აქ....
3. აუქციონი
საგარანტიო დეპოზიტის ჩარიცხვის შემდეგ თქვენ გეძლევათ უნიკალური საშუალება, განახორციელოთ ფსონები პირდაპირ იაპონურ ავტო-აუქციონებზე. მაგრამ ვიდრე ფსონს დადებდეთ შეისწავლეთ სასურველი მოდიფიკიაციის ავტომობილის საბაზრო ფასი. ამაში დაგეხმარებათ "სტატისტიკის სერვისი". აქ მოიძიებთ ბოლო დღეებში გაყიდული ავტომობილების ფასებს და ამ საფუძველზე შეძლებთ ოპტიმალური ფსონის განხორციელებას.
ვიდეო გაკვეთილი "სტატისტიკა"
აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი ავტომობილების დასათვალიერებლად საიტის მარცხენა მენიუში აირჩიეთ განყოფილება "იაპონია" და ქვეგანყოფილბა "ძიება აუქციონებზე", შემდგომ დააჭირეთ ბმულზე "ძიება აუქციონებზე",

გამოსულ ფანჯარაში აირჩიეთ სასურველი მახასიათებლები და დააჭირეთ ღილაკს "ნახვა".

სისტემა გამოიტანს ავტომობილების ჩამონათვალს თქვენს მიერ მითითებული პარამეტრების შესაბამისად. აირჩიეთ ავტომობილი რომელიც მაქსიმალურად აკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს და დააჭირეთ ღილაკს "ნახვა"

გამოსულ ფანჯარაში დაინახავთ ავტომობილის 2 ან 3 ფოტო-სურათს და აუქციონის ფურცელს. აუქციონის ფურცლის გასარჩევად გაეცანით სტატიას "აუქციონის ფურცელი".
ავტომობილის საბოლოო ღირებულების დასადგენად გამოიყენეთ ავტო-კალკულატორი რომლის ჩართვა შესაძლებელია ღილაკით "ავტო კალკულატორი"

გამოსულ ფანჯარაში შესაბამის გრაფებში მიუთითეთ სავარაუდო ფსონის თანხა და აუქციონის დასახელება

ავტო-კალკულატორი დაითვლის ავტომობილის ხარჯებს. გრაფაში "საერთო ხარჯები იაპონიაში" გენერირდება ყველა იაპონური ხარჯი, ხოლო გრაფაში "საერთო ხარჯები ფოთის პორტამდე" აისახება ყველა ხარჯი ავტომობილის ტრანსპორტირებისა და "ალტო მოტორსი"-ს საკომისიოს ჩათვლით.

თუ გაინტერესებთ მანქანის საბოლოო საფასურის დადგენა განბაჟების ჩათვლით შესაბამის გრაფებში მიუთითეთ ძრავის მოცულობა და გამოშვების წელი.

ფსონის დადებისათვის სურათზე მითითებულ გრაფაში ჩაწერეთ ფსონის ოდენობა იაპონურ იენებში , მონიშნეთ "Agree with termes" (ვეთანხმები პირობებს) და დააკლიკეთ ღილაკს "ფსონის დადება".

ფსონი ჩამოყალიბდება და გადაიგზავნება ჩვენს სისტემაში. შემდგომ მას დაათვალიერებს ჩვენი მენეჯერი და იმ შემთხვევაში თუკი ფსონის ავტორს ჩარიცხული აქვს საგარანტიო დეპოზიტი, მოახდენს მის აქტივაციას იაპონურ აუქციონზე.
ვიდეო გაკვეთილი "აუქციონები"
4. ანგარიშსწორება
აუქციონზე გამარჯვების შემდეგ, ჩვენს ოფისში ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიიღებთ ინვოისს,
ინვოისში მითითებული თანხა შეიცავს შემდეგ ხარჯებს:
- ავტომობილის სააუქციონო ღირებულება,
- აუქციონის მოსაკრებელი,
- საექსპორტო საბუთების გაფორმება,
- საბუთების გამოგზავნა,
- ავტომობილის აუქციონიდან გამოგზავნის პორტამდე (იაპონია, ქალაქი იოკოჰამა) ტრანსპორტირება,
5. ტრანსპორტირება იაპონიიდან საქართველოში
საკონტეინერო გადაზიდვას იაპონიის პორტიდან ქ. ფოთის პორტამდე უზრუნველყოფენ მსოფლიოში უდიდესი კომპანიები. ტრანსპორტირებას დაახლოებით 45 -50 დღე სჭირდება. ავტომობილის გამოგზავნის შემდეგ ჩვენი მენეჯერი მოგაწოდებთ კონტეინერის ნომერს რომლის საშუალებით შეძლებთ გემის მდებარეობის განსაზღვრას. ამისათვის სურათზე მითითებულ ადგილას დააკლიკეთ შესაბამისი გადამზიდავი კომპანიის ლოგოს.
გრაფაში Container შეიყვანეთ კონტეინერის ნომერი და დააჭირეთ ძიების ღილაკს
"

6. ავტომობილის მიღება
გემის ფოთის პორტში შემოსვლამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე უნდა გადაიხადოთ ტრანსპორტირების საფასური. გემის შემოსვლის მეორე დღეს თქვენ დაგიკავშირდებათ მენეჯერი და შეგატყობინებთ ქ. ფოთში თქვენი გამგზავრების ზუსტ თარიღს. ბოლოს, დათქმულ დღეს ქალაქ ფოთშის საკონტეინერო ტერმინალში გადმოგეცემაათ ავტომობილი და ყველა საჭირო დოკუმენტი.
გისურვებთ წარმატებებს.