რეკლამა |
 |
|

ძიება იაპონურ აუქციონებზე
ამ ონლაინ-ბაზაში ყოველდღიურად 50 000 ზე მეტი ავტომობილია გამოქვეყნებული. რომელთაგან ნებისმიერი შეგიძლიათ შეარჩიოთ და განახორციელოთ ფსონი. აქ იპოვით როგორც იაპონური ისე ევროპული და ამერიკული წარმოების ავტომობილებს, მარცხენა და მარჯვენა საჭით. ფსონის (განაცხადის) განხორციელება შეუძლია ნებისმიერ დარეგისტრირებულ მსურველს რომელსაც წინასწარ აქვს კომპანიის ანგარიშზე შეტანილი საგარანტიო დეპოზიტი.
გაყიდვების სტატისტიკა
ცნობილია რომ იაპონურ ავტო-აუქციონებზე ლოტის საწყისი ფასი სიმბოლურია, ავტომობილები გაცილებით მაღალ ფასად იყიდება. მაშინ ისმის კითხვა: როგორ დავადგინოთ ოპტიმალური ფსონის ოდენობა? სწორედ ამისთვის არის შექმნილი ონლაინ-სერვისი ”სტატისტიკა”. ეს არის რეალურ დროში მუდმივად განახლებადი მონაცემთა ბაზა, სადაც თავმოყრილია 107 აუქციონზე გაყიდული ავტომობილების მონაცემები (ფასი, გარბენი, კომპლექტაცია). ამ მონაცემების საფუძველზე ადვილად არის შესაძლებელი განისაზღვროს კონკურენტუნარიანი ფსონი.
ღირებულების კალკულაცია
ამ ინსტრუმენტის მეშვეობით იოლად არის შესაძლებელი დაიანგარიშოთ ავტომობილის დეტალური ხარჯთაღრიცხვა. გრაფაში ”ავტომობილის სააუქციონო ღურებულება იაპონურ იენებში” ჩაწერეთ შესაბამისი თანხა, აირჩიეთ აუქციონი, ავტომობილის გამოშვების წელი, ძრავის მოცულობა და მიიღებთ ზედმიწევნით დეტალურ ხარჯთაღრიცხვას. ეს ძალიან სასარგებლო ინსტრუმენტია რადგან ავტომობილის ფასის ფორმირება საკმაოდ რთული პროცესია და მასში სამი ვალუტა ფიგურირებს. ავტო-კალკულატორი მიწვდომადია აგრეთვე აბსოლუტურად ყველა ლოტის პერსონალურ გვერდზე ღილაკით ”ღირებულების დაანგარიშება”
საავტომობილო ცნობარი
ცნობარში მითითებულია იაპონურ ბაზარზე გავრცელებული იაპონური, ევროპული და ამერიკული წარმოების ავტომობილების მონაცემები. თითოეული მოდელი დახასიათებულია 118 პარამეტრით. კატალოგში რეალიზებულია მოდელების შედარების სიტემა რაც აადვილებს განსხვავებული კომპლექტაციისა თუ მარკის ავტომობილების შედარებას და უპირატესობების გამოვლენას. შედარებისთვის ავტომობილების მახასიათებლების გასწვრივ მოძებნეთ ბმული ”დავამატოთ” და დაკლიკეთ მასზე. ავტომობილების მონაცემები მოთავსდება სპეციალურ ბლოკში სადაც დააჭერთ ღილაკს ”შედარება” და მიიღებთ სასურველ შედეგს.
|
|
ინტერნეტ ბრაუზერი |
|
რეკომედებული ბრაუზერი
|
|
ჩვენი პარტნიორი |
 |
|